რამდენიმე თვე თანამშრომლობის სურვილი ნაკლებად იქნება, როცა ემოცია დაიწევს, შეიძლება ამაზე ფიქრი - მანჯგალაძე

08.12.23 15:29
რამდენიმე თვე თანამშრომლობის სურვილი ნაკლებად იქნება, როცა ემოცია დაიწევს, შეიძლება ამაზე ფიქრი - მანჯგალაძე

"თანამშრომლობის სურვილი ნაკლებად იქნება, რამდენიმე თვე, მაგრამ საერთო ჯამში, როცა ისიც ნახავს რეალობას, სხვებიც ნახავენ რეალობას, ემოცია დაიწევს, შემდეგ შეიძლება ამაზე ფიქრი", - ამ განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აკეთებს.

დეპუტატი ენმ-დან ნიკა მელიას წასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ სურს იხილოს ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში. 

ძალიან ძნელი არის და რთულ ამოცანას არის შეჭიდებული და ნიშნის მოგებით არ ვიტყვი, მე მინდა, რომ ეს ხალხი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ვნახო, ავანგარდში ბრძოლის, ნამდვილად. დარწმუნებული ვარ ნიკა მელია ამ საქმეში როლს შეასრულებს. 
ამ ეტაპზე ამის სურვილი (თანამშრომლობის) ნაკლებად იქნება, რამდენიმე თვე, მაგრამ საერთო ჯამში, როცა ისიც ნახავს რეალობას, სხვებიც ნახავენ რეალობას, ემოცია დაიწევს, შემდეგ შეიძლება ამაზე ფიქრი,“ - ამბობს მანჯგალაძე.

 

მსგავსი სიახლეები