GMP-მ EU-ს კარგი საწარმო პრაქტიკის სტანდარტების მქონე წარმოების სტატუსი მოიპოვა
ქართული ბიზნესის აღიარება ევროკავშირში - "ჯი ემ ფარმამ" აუდიტის შემდეგ ევროკავშირის კარგი საწარმო პრაქტიკის სტანდარტების მქონე წარმოების სტატუსი მოიპოვა. უკვე დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ქართულ საწარმოში მედიკამენტები ევროკავშირის ყველა მოთოვნას აკმაყოფილებს.
"ჰიაკონ ჯგუფის" აუდიტორები ამბობენ, რომ საწარმოში ყველაფერი შესაბამისობაში იყო, რაც იშვიათი შემთხვევაა.
საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება შეგვექმნა. ჩენ, როგორც აუდიტორები, ყოველთვის შეუსაბამაბობას ვეძებთ და როგორც წესი, უმეტესად ვახერხებთ ხოლმე შეუსაბამობების პოვნას. ძირითადად, უმნიშვნელო შეუსაბამობებია ხოლმე, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უმეტესად ყველაფერი რაც შევამოწმეთ, შესაბამისობაშია. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ყველა დოკუმენტს და არა მხოლოდ დოკუმენტს. ვამოწმებთ წარმოებას, შევდივართ წარმოებაში და ვამოწმებთ ყველა საწარმოო დანადგარს, - ამბობს ბერნარდ ჰასკენი.