არც კიევია მზად მოლაპარაკებისთვის და არც EU-ია მზად, მიიღოს უკრაინა - ორბანი

08.12.23 15:41
არც კიევია მზად მოლაპარაკებისთვის და არც EU-ია მზად, მიიღოს უკრაინა - ორბანი

"არც კიევია მზად მოლაპარაკებისთვის და არც EU-ია მზად, მიიღოს უკრაინა" - ეს განცხადება უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააკეთა. ინტერვიუ მან ფრანგულ გამოცემას Le Point-ს მისცა.

ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრამდე, ორბანი ამბობს, რომ "ეცდება, საფრანგეთის ლიდერს აჩვენოს უნგრეთის სუვერენული არჩევანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ".

იურიდიულად ეს არ არის ვეტო. ვთქვათ, რომ მე არ შემაქვს წვლილი იმაში, რაც მეჩვენება, რომ ცუდი გადაწყვეტილებაა. უკრაინას უჭირს, ის განიცდის რუსეთის შეჭრას და ჩვენ გადავწყვიტეთ მისი მხარდაჭერა. ამიტომ ლეგიტიმურია, მთელმა ევროპულმა საბჭომ კარგი სიგნალები გაუგზავნოს უკრაინას. მე ამის მომხრე ვარ, თუმცა არსებობს სხვა ტიპის სიგნალები, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა.

ეს არ უნდა გავაკეთოთ ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ არიან მზად მოლაპარაკებისთვის, მეორეც, იმიტომ, რომ ჩვენ, ევროპელები მზად არ ვართ, მივიღოთ ის სრულუფლებიან წევრად. უნგრეთი უკრაინის მეზობელი ქვეყანაა, რასაც არ უნდა ფიქრობდეს პარიზში, ბრიუსელში და ჰააგაში, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა ხდება უკრაინაში. ევროკომისიის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ 7 წინაპირობიდან 4 უკვე დაკმაყოფილებულია, უბრალოდ მცდარია. ცნობილია, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში. პოლიტიკაში ჩემი 40 წელზე მეტი გამოცდილებამ მასწავლა, რომ არასდროს არ უნდა დაუკავშიროთ ტექნიკური საკითხები, როგორიცაა ფული, ისტორიულ გამოწვევებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული ქაოსის სასფრთხე გვემუქრება", - ამბობს უნგრეთის პრემიერი.

მსგავსი სიახლეები