უკონკურენტო ტენდერი კალაძის ახლო გარემოცვისთვის - თბილისის მერს კორუფციულ გარიგებაში ამხელენ
კალაძის ცოლის დაქალის ქმარი ქალაქში ახალ მშნებლობას იწყებს. თბილისის მერს ახალ კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ. კალაძის წინააღმდეგ მტკიცებულებები ოპოზიციამ მოიპოვა.
როგორც გაირკვა, თბილისის განვითარების ფონდმა გამრეკელის ქუჩაზე სამუშაოების წარმოების უფლება კომპანია "ბე-კა კონსტრაქშენს" უკონკურენტოდ მისცა. შოთა ბერეკაშვილი თბილისის ცენტრში ოთხ სართულიანი ავარიული კორპსუსის დანგრევასსს და მის ნაცვლად რვა სართულიანი შენობის აგებას გეგმავს.
თბილისის ერთ-ერთ რაიონში უნდა დაინგრეს ავარიული კორპუსი და მის მაგივრად უნდა ააშენონ ახალი კორპუსი დაეს ტენდერი კონკურენციის გარეშე, ფაქტობრივად, კახი კალაძემ მისცა ანუკი არეშიძის მეჯვარის ქმრის კომპანიას, ეს არის კომპანია "ბეკა კონსთრაქშენი", რაშიც 6 მლნ ლარზე მეტი უნდა გადაუხადონ. ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი მაინც და მაინც ყველა ტენდერი როგორ ერგება მათ ახლობლებს, ნათესავებს, ნათლიმირონებს, მეჯვარეებს და ეს ნეპოტიზმი რუსი ოლიგარქი ივანიშვილის და "ქართული ოცნების" პირობებში დაუსრულებლად გრძელდება, - ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.
ნეპოტიზმსა და შესაძლო კორუფციაზე საუბრობს "ლელოს" წევრი საბა ბუაძეც.
არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, მათ შორის, ტენდერებთან მიმართებაში და შესყიდვებთან მიმართებაში, მათ შორის ისეთ შესყიდვებთან მიმართებაში, როდესაც წესით, ფურცლებზე ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ხოლმე, რომ მმართელ პარტიასთან, პირადად კალაძესთან ან "ქართული ოცნების" რომელიმე სხვა მაღალჩინოსანთან დაახლოებული კომპანიები იმარჯვებენ ამ ტენდერებში, ხშირად ეს ხდება უკონკურენტოდ, რაც არის იმის დადასტურება, რომ ყველაფერი რიგზე არ არის ამ ტენდერებში და ბიუჯეტმა, მათ შორის, ერთ პრეტედენტიანი ტენდერის გამო იზარალა კონკრეტულად თანხა, იმიტომ, რომ იქ, სადაც არ არის კონკურენცია და არ არის ვაჭრობა, ბუნებრივია, ჩვენ გვიწევს უფრო მეტის გადახდა,- ამბობს საბა ბუაძე.