უახლოეს პერიოდში იქნება კონსულტაციები, შეიძლება ახალ წლამდე მეტი დეტალი იყოს ცნობილი - კირთაძე

08.12.23 16:48
უახლოეს პერიოდში იქნება კონსულტაციები, შეიძლება ახალ წლამდე მეტი დეტალი იყოს ცნობილი - კირთაძე

"მეც ასე წარმომიდგენია, არა მხოლოდ ნიკა, არამედ ბევრი პატიოსანი და გულწრფელი ადამიანის ერთობა უნდა იყოს ახალი პოლიტიკური პლატფორმა," - ეს განცხადება ენმ-დან წასულმა გიორგი კირთაძემ გააკეთა.

კირთაძე ამბობს, რომ ის ნიკა მელიასთან ერთად ემხრობა ისეთი პლატფორმის ჩამოყალიბებას, საიდანაც ბრძოლას გააგრძელებენ. კირთაძე ამბობს, რომ კონსულტაციები ახალ პლატფორმასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში იქნება და თვის ბოლომდე უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

ნიკამ გუშინვე თქვა, რომ ის არ აპირებს საკუთარი პარტიის გაკეთებას, ბევრ თანამოაზრესთან, ბევრ პატრიოტ ადამიანთან ერთად გეგმავს პარტიის ჩამოყალიბებას და მეც ასე წარმომიდგენია, არა მხოლოდ ნიკა, არამედ ბევრი პატიოსანი და გულწრფელი ადამიანის ერთობა უნდა იყოს ახალი პოლიტიკური პლატფორმა. რაც შეეხება გაგრძელდება თუ არა ეს ბრძოლა ნიკა მელიასთან ერთად, რა თქმა უნდა, ამის შანსი არის ძალიან დიდი, თუმცა, დამატებითი კონსულტაციები ჩვენ ნიკასთან ჯერ არ გაგვივლია. ალბათ, უახლოეს პერიოდში იქნება კონსულტაციები. სწრაფად არის გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით მისაღები და შეიძლება ახალ წლამდე მეტი დეტალი იყოს ცნობილი. ერთი რამ არის ფაქტი, მე პერსონალურად, ასევე ის ადამიანები, ვინც აჭარაში ენმ დატოვა, არ აპირებს ეს ხალხი სახლში წასვლას და აპირებს ბრძოლის გაგრძელებას, ბრძოლის გაგრძელებას აპირებს ახალი პოლიტიკური პლატფორმიდან,“ - ამბობს კირთაძე.

"პირველების" ინფორმაციით, ნიკა მელია პარტიის ყრილობას იანვარში გამართავს, მანამდე კი ახალ პარტიას დაარეგისტრირებს, რომელმაც ჩვენი ინფორმაციით, "წინ მომავლისთვის!" დაარქმევს. მანამდე კი მელია კონსულტაციებს გამართავს.

მსგავსი სიახლეები