თუ ნიკა მელია ჩემს მეგობრებთან ერთად შექმნის ისეთ პარტიას, რომელიც მისაღები იქნება ჩემთვის, აუცილებლად შევუერთდები - კალანდია

08.12.23 17:00
თუ ნიკა მელია ჩემს მეგობრებთან ერთად შექმნის ისეთ პარტიას, რომელიც მისაღები იქნება ჩემთვის, აუცილებლად შევუერთდები - კალანდია

"თუ ნიკა მელია იმ გუნდთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად, შექმნის ისეთ პარტიას, რომელიც მისაღები იქნება ჩემთვის თავისი პლატფორმით, აუცილებლად შევუერთდები ასეთ გაერთიანებას,“ - ეს განცხადება ენმ-დან წასულმა მაია კალანდიამ "პირველებთან" გააკეთა.

კალანდია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

ჩემთვის ნიკა მელია და არა მარტო ჩემთვის, გამოკვეთილი ლიდერია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ამ წუთას არიან ჩემი მეგობრები, თანამოაზრეები, რომლებიც დავრჩებით იმ პარტიის მიღმა, რომლის წევრიც ვიყავი, ეს არის გუნდი, რომელსაც ვენდობი და ვისთანაც ერთად მიმაჩნია, რომ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ჩემთვის ძალიან მისაღები და მოტივირებული იქნება. ამიტომ თუ ნიკა მელია იმ გუნდთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად შექმნის ისეთ პარტიას, რომელიც მისაღები იქნება ჩემთვის თავისი პლატფორმით, აუცილებლად შევუერთდები ასეთ გაერთიანებას,“ - ამბობს მაია კალანდია.

"პირველების" ინფორმაციით, ნიკა მელია პარტიის ყრილობას იანვარში გამართავს, მანამდე კი ახალ პარტიას დაარეგისტრირებს, რომელმაც ჩვენი ინფორმაციით, "წინ მომავლისთვის!" დაარქმევს. მანამდე კი მელია კონსულტაციებს გამართავს. 

მსგავსი სიახლეები