რითიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეს არის მუდმივი შეჯიბრი, ვის უფრო მეტი დესტრუქციის რესურსი გააჩნია - ვოლსკი

08.12.23 17:21
რითიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეს არის მუდმივი შეჯიბრი, ვის უფრო მეტი დესტრუქციის რესურსი გააჩნია - ვოლსკი

"რასაკვირველია, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მელიას ჯერ მოემზადებინა პლატფორმა, თავის თავი დაეყენებინა მოშორებით ენმ-სგან და შემდეგ უკვე შეექმნა პარტია", - ეს განცახდება "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

როგორც ვოლსკი ამბობს, ნიკა მელია ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, რომ თითქოს მისი პათოსი ენმ-სგან განსხვავებულია.

რასაკვირველია, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მელიას ჯერ მოემზადებინა პლატფორმა, თავის თავი დაეყენებინა მოშორებით ენმ-სგან, რომელსაც წარსულში სერიოზული სისხლიანი ლაქა ახასიათებს და შემდეგ უკვე შეექმნა პარტია, თითქოსდა განსხვავებულია მისი პათოსი, დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. ზუსტად ერთი და იგივეა, იმეორებს ერთი ერთში, ერთადერთი, რითიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეს არის მუდმივი შეჯიბრი იმაში, ვის უფრო მეტი დესტრუქციის რესურსი გააჩნია,“ - ამბობს ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები