არძინბა არის რუსეთის ჩინოვნიკი, რომელიც არის გაგზავნილი აფხაზეთში, რომ გაატაროს რუსეთის პოლიტიკა - ჯახაია

08.12.23 17:32
არძინბა არის რუსეთის ჩინოვნიკი, რომელიც არის გაგზავნილი აფხაზეთში, რომ გაატაროს რუსეთის პოლიტიკა - ჯახაია

"ინალ არძინბა არის რუსეთის ჩინოვნიკი, რომელიც არის გაგზავნილი აფხაზეთში, რომ გაატაროს რუსეთის პოლიტიკა," - ამ განცხადებას ბლოგერი გიორგი ჯახაია "პირველებთან" აკეთებს.

ჯახაია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების დამყარებას კრძალავს.

პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, ვინ არის ინალ არძინბა. ინალ არძინბა არის რუსეთის ჩინოვნიკი, რომელიც არის გაგზავნილი აფხაზეთში, რომ გაატაროს რუსეთის პოლიტიკა. საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისები არის გახსნილი საქართველოში და დაფინანსება მიდის საქართველოს კანონმდებლობით, თბილისის გავლით. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ შერიგებაზე, მუშაობენ მშვიდობის დანერგვაზე და რუსეთს არ მოსწონს თავისთავად, რომ აფხაზები და ქართველები შეიძლება სადმე დასხდნენ დიალოგის მიზნით. აკრძალვა ემსახურება, როგორც აფხაზეთის მოწყვეტას როგორც საქართველოსგან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოებისგან,“ - ამბობს გიორგი ჯახაია.

" ქართულ ოცნებაში" კი ამტკიცებენ, რომ ყველანაირ ფორმატს იყენებენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ხმა მიაწვდინონ და პრობლემების მოგვარება დაიწყონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუმცა არძინბას ახალი გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია საერთაშორისო ორგანიზაციებოს პროექტები, რომლებიც ქართველებთან დაახლოებას ემსახურება, ამიტომაც ახლა საინტერესოა, როგორ უნდა გამოიყენოს საქართველოს ხელისუფლებამ ეს ბერკეტი. 

ჩვენ, ხელისუფლება ვახორციელებთ დეოკუპაციის პოლიტიკას, საერთაშორისო სამართლის მექანიზმებით და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველსო ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და დაიშალოს ის მავთულხლართები, რომლის მეშვეობითაც ჩვენი საზოგადოება არის ხელოვნურად გაყოფილი. ყველა ფორმატს იყენებს საქართველო ხელისუფლება, რომ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით ყველა პრობლემა დააყენოს და საერტაშორისო საზოგადოებასთან ერთად სცადოს მისი გადაჭრა",- ამბობს არჩილ თალაკვაძე.

მსგავსი სიახლეები