ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ენმ სამმა წევრმა დატოვა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სამმა წევრმა დატოვა. როგორც ერთობლივ განცხადებაში ამბობენ, რომ ისინი ნიკა მელიას უერთდებიან.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამივე წევრი ვტოვებთ კეზერაშვილის პირად პარტიას. არ ვნანობთ გასულ წლებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ვემსახურებოდით სიმართლეს და არასდროს გვიღალატია პრინციპებისთვის. ვნანობთ დაკარგულ ბოლო თვეებს, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ბინძური მეთოდებით მიითვისეს აღზევებულმა მდაბიოებმა, ათას პარტიაზე გადამხტარმა ვაჭრებმა გამიზნულად ყველაფერი გააკეთეს პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციისთვის.
ვტოვებთ უსამართლობას და მორალურად წელში გამართულები ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ - მართალ და წესიერ ხალხთან ერთად. სიმართლეს დიდი ძალა აქვს და საბოლოო ჯამში, აუცილებლად გაიმარჯვებს!
ჩვენთან ერთად ადგილობრივი ორგანიზაციის ძირითადი ბირთვიც უერთდება ნიკა მელიას გუნდს," - ამბობენ ამბროლაურის საკრებულოს წევრები.