სალომე ზურაბიშვილი მომავალ კვირაში ჩეხეთს ეწვევა

08.12.23 17:46
სალომე ზურაბიშვილი მომავალ კვირაში ჩეხეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10-12 დეკემბერს ჩეხეთს ეწვევა. შესაბამისი ინფორმაცია ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს მთავრობის მიერ მედიისთვის მიმდინარე წლის აგვისტოში მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს 10-12 დეკემბერს ჩეხეთში ოფიციალურ ვიზიტზე უარი აქვს მიღებული.

საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურები არ აკეთებენ კომენტარს იმაზე, ვიზიტზე ნებართვასთან დაკავშირებით ხელახლა ხომ არ მიუმართავს სალომე ზურაბიშვილს მთავრობისთვის. ასევე უცნობია ვიზიტის დეტალები.

მსგავსი სიახლეები