გვაქვს დიდი გამოწვევა... ყოველგვარი პიროვნული კინკლაობა ზედმეტი და უადგილოა - სააკაშვილი

08.12.23 17:50
გვაქვს დიდი გამოწვევა...  ყოველგვარი პიროვნული კინკლაობა ზედმეტი და უადგილოა - სააკაშვილი

"ჩვენ გვაქვს დიდი გამოწვევა და ასევე გვაქვს დიდი იდეები და შესაძლებლობები, რომელთა არგამოყენებას ისტორია არ გვაპატიებს. ამიტომ ყოველგვარი პიროვნული კინკლაობა ზედმეტი და უადგილოა," - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.

სააკაშვილის თქმით, ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშეა და პიროვნული "კინკლაობა" უადგილოა. 

მე როგორც არასდროს მჯერა ქართველი და უკრაინელი ხალხის, რომელიც ორივე უზომოდ მიყვარს, მჯერა გამარჯვების და შევეცდები ეს რწმენა მაქსიმალურად გავუზიარო თითოეულ თქვენგანს და მსოფლიოსაც. დღეს ებრაელები აღნიშნავენ ხანუქას - ეს არის სიკეთის ბოროტებაზე, სინათლის სიბნელზე გამარჯვების დღესასწაული. სწორედ ასეთი ბრძოლა მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით და ეს როგორც საფრთხეა, ასევე უდიდესი შანსია ქართველი ხალხისთვის," - წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები