ზელენსკი: გვჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინისადმი მიცემულ დანაპირებს შეასრულებს
"გვჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინისადმი მიცემულ დანაპირებს შეასრულებს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც ზელენსკი ამბობს, ახლა უკრაინის მთავრობა და რადა მუშაობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების მომზადების ფარგლებში.
ამ კვირაში ჩვენ ველოდებით უკრაინის უმაღლესი რადას გადამწყვეტ ხმებს. ეს ასევე ეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების მოსამზადებლად. ჩვენი პრიორიტეტია ყველა იმ გადაწყვეტილების შესრულება, რომლებიც საჭიროა უკრაინისთვის, რაც აუცილებელია ევროპული მიმართულებით. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინისადმი მიცემულ დანაპირებს შეასრულებს.
სწორედ ამაზე ვესაუბრე ესპანეთის პრემიერმინისტრს, პედრო სანჩესს. ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობების, ჩვენი ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ, ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერაზე, ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას მთელი ევროპის გასაძლიერებლად", - ამბობს ზელენსკი.