„სტრატეგია აღმაშენებელი“ 9 დეკემბერს დაგეგმილ მარშს „შენი ხმა ევროკავშირს“ უერთდება

08.12.23 18:34
„სტრატეგია აღმაშენებელი“ 9 დეკემბერს დაგეგმილ მარშს „შენი ხმა ევროკავშირს“ უერთდება

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" 9 დეკემბერს დაგეგმილ მარშს "შენი ხმა ევროკავშირს" უერთდება. პარტიაში აცხადებენ, რომ მარში გამოხატავს ქართველი ხალხის სურვილის, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

"სტრატეგია აღმაშენებელი" ერთდებ ხვალ, 9 დეკემბერს, 14:00 საათზე დაგეგმილ მარშს "შენი ხმა ევროკავშირს" , რომელიც არის ზეპარტიული აქცია.

ეს იქნება ქართველი ხალხის ნების კიდევ ერთხელ დადასტურება, გამოხატულება, რომ ევროპა ნამდვილად არის ჩვენი მრავალსაუკონოვანი არჩევანი და არა მხოლოდ არჩევანია, არამედ დიდი მიზანი, რომლის განხორციელებისთვისაც ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ", - აცხადებენ "სტრატეგია აღმაშენებელში".
 

მსგავსი სიახლეები