რატომ გადადგა და ვინ გასცა 20 ივნისს სროლის ბრძანება? - გიორგი გახარიამ კარტების გახსნა დაიწყო

08.12.23 20:00
რატომ გადადგა და ვინ გასცა 20 ივნისს სროლის ბრძანება? - გიორგი გახარიამ კარტების გახსნა დაიწყო

 

 

გადამწყვეტი არჩევნების წინ გახარიამ კარტების გახნა დაიწყო. პოსტიდან ივანიშვილის არაფორმალური გავლენების გამო გადავდექი - წასვლიდან თითქმის ორი წლის თავზე ექ პრემიერმა თქვა, რამ აიძულა, უმაღლესი თანამდებობის დატოვა. ივანიშვილის ზარები, ივანიშვილის მითითებები და ივანიშვილის დავალებით მინიოლიგარქების სამსახურში ჩაყენებული მთავრობა. ექსპრემიერს ჯერ ამ თემებზე არ ულაპარაკია. როგორც, ჩანს მთავარ სათქმელს ერთ დროს "ქართული ოცნების" რჩეული პრემიერი არჩევნებისთვის ინახავს. 

ვინ გასცა 20 ივნისს ხალხის დარბევის და სროლის ბრძანება? გახარია ჯერ მხოლოდ მინიშნენებით ლაპარაკობს, თუმცა მისი განცხადებები ქმნის განცდას, რომ ბრძანების გამცემი არა ის -  როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, არამედ სხვა არაფორმალური პირი იყო. ვიდრე გახარია, ბოლომდე არ იტყვის სიმართლეს 20 ივნისზე, ეს კითხევები მის პოლიტიკურ კარიერას დამოკლეს მახვილივით გაჰყვება ფიქრობს ოპოზიცია. პოლიტიკური ლიდერების ნაწლი დარწმუნებულია, რომ გავრილოვის ღამის მთავარი ფიგურანტი განსაკუთრებული სისასტიკით დარბეულ აქციაზე სიმართლეს მალავს. 

ვრცლდა ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები