პოლიტიკური განაცხადი გაკეთებულია - ნიკა მელია დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს იწყებს

08.12.23 20:07
პოლიტიკური განაცხადი გაკეთებულია - ნიკა მელია დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს იწყებს

 

 

"წინ მომავლისკენ" - ამ სლოგანით და სავარაუდოდ, სახელით ნიკა მელია დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს იწყებს. განაცხადი გაკეთებულია. ახლა მთავარი კითხვაა, ვინ შეუერთდება მელიას ახლადაფუძნებულ პარტიას. იქნებიან თუ არა მათ შორის ხატია დეკანოიძე და რომან გიცირიძე - ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუმცა დეპუტატები არ უარყოფენ, რომ მელიასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.  მას შემდეგ, რაც პოლიტიკური გაყრა ოფიციალურად გაფორმდა, "ნაციონალურ მოძრაობაში" ეჭვი ეპარებათ, რომ ყოფილი თავმჯდომარის დამოუკიდებელმა თამაშმა რეალური შედეგი მოიტანოს. 

"ქართული ოცნებისთვის" მელია უკვე წონა დაკარგული პოლიტიკოსია. მმართველი გუნდი დღეს შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ მელიასთვის შიდა პარტიულ არჩევნებში დამარცხება შეეხსენებინა. გაუხსენეს, რის გამო დააპატიმრეს და ვინ გადაუხადა გირაო თავისუფლებისთვის.

"ოცნებაში" არ იმჩნევენ, თუმცა ფაქტია, რომ მელიას ახალი პოლიტიკური განაცხადი ხელისუფლების კულუარებშიც დიდი განხილვის თემაა. შესაბამისად, ახალ სამიზნეზე იერიშიც  დაწყებულია.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები