6 ლმნ-იანი ტენდერი ცოლის დაქალის ქმრისთვის - კალაძეს კორუფციულ გარიგებაში ამხელენ

08.12.23 20:28
6 ლმნ-იანი ტენდერი ცოლის დაქალის ქმრისთვის - კალაძეს კორუფციულ გარიგებაში ამხელენ

 

 

6  მილიონიანი  ტენდერი ცოლის დაქალის ქმრისთვის - კახა კალაძეს კორუფციულ გარიგებაში ამხელენ. მალე გამრეკელის ქუჩაზე მასშტაბურ მშენებლობას ანუკა არეშიძის მეჯვარის, მაკა კვიციანის ქმრის კომპანია დაიწყებს. თბილისის განვითარების ფონდმა შოთა ბერეკაშვილს სამუშაოების წარმოების უფლება უკონკურენტოდ მისცა და ძვირადღირებული ტენდერი, პრაქტიკულად, აჩუქა. მერთან დაახლოებული ბიზნესმენი ოთხსართულიან ავარიულ შენობას დანგრევას და მის ნაცვლად რვა სართულიან კორპუსს ააშენებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კალაძე  ცოლის სამეგობროს სავარაუდოდ ლობირებს. ტენდერში უკონკურენტო გამარჯვება კი ბადებს ეჭვს, რომ ტენდერის პირობები წინასწარ იყო მორგებული კონკრეტულ კომპანიაზე.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები