ორბანმა ბრუსელი ცაიტნოტში ჩააგდო - პუტინის მოკავშირე ალიანსში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგია

08.12.23 20:16
ორბანმა ბრუსელი ცაიტნოტში ჩააგდო - პუტინის მოკავშირე ალიანსში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგია

 

 

გიგანტური დროშა ევროპული მარშისთვის მზად არის. საქართველოს 12 რეგიონიდან ჩამოტანილი ვარსკვლავებით შეკერილი დროშა ხვალ ევროპის მოედანზე გაიშლება. ეს იქნება კიდევ ერთი გზავნილი ევროკავშირისადმი, რომ საქართველოს არჩევანი ევროპაა და სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

ბრუსელში კი დროის ათვლა დაწყებულია. რამდენიმე დღეში ევროკავშირის ლიდერები კიდევ ერთხელ უნდა შეიკრიბონ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 27-მა ქვეყანამ ერთხმად უნდა დაადასტუროს, რომ ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. 

თუმცა, არ არის გამორიცხული, ამ თარიღმა იანვარში გადაიწიოს. ბრუსელში საგანგებო ვითარებაა. ელისეის სასახლში გამართული მძიმე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. უნგრეთის თანხმობა მხარი დაუჭიროს უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვერ მიიღო. ისევე, როგორც ევროპის სხვა ლიდერებმა. ვიქტორ ორბანი პოზიციას არ ცვლის, რაც ევროკავშირის გაფართოების გეგმას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. დრო კი ევროპას, პრაქტიკულად, აღარ აქვს. პუტინის მოკავშირე ორბანმა ბრუსელი ცაიტნოტში ჩააგდო.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები