აფხაზებს ქართველებთან კონტაქტს უკრძალავენ - ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა რეპრესიული ბრძანება გამოსცა
დაანონსებული რეპრესიები აფხაზებისთვის - თუ ვინმე გაბედავს ქართველებთან ურთიერთობას, სამაგალითოდ დაისჯება. დღეიდან ოკუპირებულ აფხაზეთში აკრძალულია ყველაფერი, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის დაახლოებას ხელს შეუწყობს. ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა რეპრესიული ბრძანება უკვე გამოსცა. დაიბლოკება ყველა პროექტი, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებდნენ.
ხალხის ტერორი სოხუმში მარგარიტა სიმონიანის ჩასვლის შემდეგ დაიწყო. პუტინის პროპაგანდისტმა მთავარ საფრთხედ საერთაშორისო ორგანიზაციები დაასახელა, საოკუპაციო რეჟიმი კი მოქმედებაზე გადავიდა.
ე.წ მინისტრის გადაწყვეტილების მიღმა პუტინის კვალის დანახვა არავის გაჭირვებია. თუ კრემლი აფხაზეთს სრულ იზოლაციაში მოაქცევს, გაცილებით ადვილი იქნება გავლენების გაძლიერება.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.