აშშ-ი ვიზიტი გრძელდება - ლევან ხაბეიშვილი კრისტენ კაუფმანს შეხვდა
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აგრძელებს ვიზიტს აშშ-ში - ფრაქციის თავმჯდომარე ნიუ იორკის მერის წარმომადგენელს საგარეო და ეკონომიკური მიმართულებით, კრისტენ კაუფმანს შეხვდა.
მისი თქმით, ენმ-ი აგრძელებს საქართველოს ინტერესების დაცვას და საერთაშორისო პარტნიორებთან ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე დისკუსიას.
ნიუ იორკის მერიაში შევხვდით კრისტენ კაუფმანს, რომელიც არის ნიუ იორკის მერის წარმომადგენელი საგარეო და ეკონომიკური მიმართულებით და დედაქალაქში რომ საცობებია გაუვალი და გვაქვს მათ შორის ეკოლოგიური კატასტროფა, ამ თემაზე ვსაუბრობდით, რადგან ნიუ იორკის მერიამ გაგვიზიაროს მათი გამოცდილება ეკოლოგიური მიმართულებით, თუ როგორ ებრძვიან დაბინძურებულ ჰაერს, როგორ შეიძლება, რომ სატრანსპორტო მიმართულებით ჩვენს ქალაქში არ იყოს კოლაფსი. ასევე, სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებზე. ჩვენ დავმეგობრდით, მნიშვნელოვანია, რომ შევიძინეთ კიდევ ერთი დამატებითი კონტაქტი ნიუ იორკის მერთან და ჩვენ ყველგან გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ლობირებას, მათი ინტერესებისთვის მუშაობას, თუნდაც ასეთ ლოკალურ თემებზე, როგორიც არის საცობები, ეკოლოგია, ვიმუშავებთ ყველა დიდ ქალაქში იმისთვის, რომ გავიზიაროთ საუკეთესო გამოცდილებები სხვადასხვა დიდი ქალაქების და ცხადია, წარმოუდგენელია არ გვინდოდეს გავიზიაროთ ნიუ იორკის ეკონომიკა". - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
შეხვედრაში, სადაც საქარათველოს ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებაზე ისაუბრეს, ასევე მონაწილეობდა "Powerful management leadership and technology center"-ის პრეზიდენტი, მეგი ქურდაძე
დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ეკონომიკური განვითარებებისთვის. შეხვედრა, რომელიც გაიმართა ნიუ იორკის მერიის საერთაშორისო დეპარტამენტთან, მათ წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ბევრ საინტერესო თემაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე, ასევე ქალთა ჩართულობაზე ქვეყნის აღმშენებლობის კუთხით. Powerful management leadership and technology center - ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დავაფუძნე აშშ-ში, ღია ვარ ყველანაირ თანამშრომლობისთვის. ბატონ ლევან ხაბეიშვილის შეხვედრები არის ძალიან ნაყოფიერი, მიმდინარეობს ძალიან საინტერესოდ. ჩვენ წინ გვაქვს მრავალი შეხვედრა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გვექნება და ვიწვევთ ყველას, ვინც დაინტერესებულია ამერიკული გამოცდილება გაუზიაროს ადგილობრივ მოხელეებს, წავიღოთ სიახლეები და ველოდებით თანამშრომლობისთვის მათ, ვისაც სურვილი აქვს ითანამშრომლოს ამერიკის სხვადასხვა სახელმწიფო, საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებთან". - განაცხადა Powerful management leadership and technology center-ის პრეზიდენტმა, მეგი ქურდაძემ