ვინ არის მელიასთვის წარსული - ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის განცხადება
დაიცალა თუ არა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მორალური ღირებულებისგან - ენმ-ის ყოფილი წევრი ნიკა მელია "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ფრაქციაში მყოფი პოლიტიკოსები საზოგადოებას სიმართლისგან დაცლილ ინფორმაციასა აწვდიან.
მისი თქმით, პარტიაში მყოფი პოლიტიკოსები მისთვის წარსულში არიან დარჩენილნი, რადგან მათ დაკარგეს ყველა ის ღირებულება, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
ქალბატონზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ბოლოს როდის მქონდა კომუნიკაცია არ მახსოვს და ამით ვარ კმაყოფილი. წარსულს ვტოვებ წარსულში. პირველ რიგში, მსგავს ადამიანსაც შეეხო, მაგრამ ბევრად ადრე, ვიდრე გუშინ ეს ფრაზა მე ვთქვი. ეს არის მტკნარი სიცრუე და აქაც ვხედავ მორალის რამხელა დეფიციტს და ღირებულებებისგან დაცლაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ შეიძლება, იკადრო ყველაფერი. ოპოზიციაში როცა ხარ, მტკნარი სიცრუე არ უნდა იკადრო, არც მტკნარი და არც ნახევრად სიმართლე არ უნდა თქვა. როდესაც შენ ამას კადრულობ და სხვებიც საუბრობენ, სხვადასხვა ისტორიებს იგონებენ, აგერ გამოდის ბატონი ბარამიძე და საუბრობს, რომ ნიკა მელიას მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ვერ შეეგუა მიხეილ სააკაშვილის ლიდერობასო, გია ბარამიძეს რისი სჯერა იცი, რაც არ უნდა ავტორიტეტული ადამიანი იყოს, რომც ცდებოდეს და თუ არ ეთანხმები ესე იგი შენ რაღაც პრინციპებს ღალატობ და მე მჯერა, რომ პირიქით არის. როდესაც თუნდაც ავტორიტეტულ ადამიანზე საუბრობ, შენთვის საპატივცემულო ადამიანზე, ზუსტად თუ პოლიტიკურ პარტიაზე გვაქვს საუბარი და თანამშრომლობაზე, იქ უნდა იყოს ცოცხალი დებატები", - აღნიშნა მელიამ.