პოლიტიკოსები საყვირებად იქცნენ - ვისთან არ ითანამშრომლებს მელია
ითანამშრომლებს თუ არა ნიკა მელია ყველაზე დიდ ოპოზიციონერ პარტიაში მყოფ პოლიტიკოსებთან - ენმ-ის ყოფილი წევრი "პოლიტიკური ამბების" ეთერში ანა წითლიძესა და გიორგი ბარამიძეს "საყვირებს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ მათ არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ გააჩნიათ.
მელიას თქმით, მისთვის ყოვლად მიუღებელი და შეუძლებელია იმ პირებთან თანამშრომლობა, რომლებაც პარტია "ფულის საწერი დაზგა" გახადეს.
ჩვენი მოკავშირეები ვერასდროს ვერ იქნებიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ პარლამენტში ერთფეროვანი, მორჩილი მასა იყოს. ჩვენი მოკავშირე ვერასდროს ვერ იქნება ვერც ერთი ადამიანი და პოლიტიკოსი, ვისთვისაც მისაღებია, რომ პოლიტიკური პარტიები გახდეს ფულის საწერი დაზგა. ჩემთვის მიუღებელია და ასეთ ადამიანებთან ვერ ვითანამშრომლებ, ვისთვისაც მისაღებია, რომ პოლიტიკოსები იქცნენ საყვირებად. თქვენ რა სახელები და გვარებიც ჩამომითვალეთ ამის უკან არც შინაარსია, არც პოლიტიკური კაპიტალია", - განაცხადა მელიამ.