არიან ადამიანები, რომელთაც სურთ, რომ ჩემთან დაპირისპირებაში შემოიყვანონ მიხეილ სააკაშვილი - მელია

08.12.23 22:31
არიან ადამიანები, რომელთაც სურთ, რომ ჩემთან დაპირისპირებაში შემოიყვანონ მიხეილ სააკაშვილი - მელია

"მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც უნდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩემთან დაპირისპირებაში და დებატებში შემოვიდეს," - ამის შესახებ განცხადება ენმ-ის ყოფილმა წევრმა ნიკა მელიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიხეილ სააკაშვილის სახელს ფარად მაშინ იფარებენ, როდესაც მათ გარკვეულ კითხვებზე პასუხები არ გააჩნიათ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით გარკვეულმა ინდივიდებმა კეზერაშვილისა და ივანიშვილის თამაშის წესები მიიღეს, რომლებიც ცდილობენ, რომ ქართული პოლიტიკა ყოველგვარი გზით, სრულად მიითვისონ.

მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც უნდათ, რომ ჩემთან დებატებში და დაპირისპირებაში შემოიყვანონ უამრავი ადამიანი. ცეკას კომპარტიის სხდომაზე ალბათ, არ ასახელებდნენ მაშინდელი ლიდერის სახელს ისე ხშირად, როგორც თუნდაც თქვენთან სტუმრები მოდიან, თვითმყოფადი პოლიტიკოსები არიან და როდესაც კითხვაზე პასუხი არ აქვთ, ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც კი ჩიხში ექცევიან უცბად აიფარებენ წინ მიხეილ სააკაშვილის სახელს. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ეს განაცხადა, ეს მოგიწოდათ და აქაც ტყუიან, საპირისპიროს აკეთებენ...

სააკაშვილის გათავისუფლება იმ უამრავი გულწრფელი, პატრიოტი ადამიანის, რომელმაც არ მიიღეს ივანიშვილის და კეზერაშვილის თამაშის წესები, რომლებიც ხრწნიან პოლიტიკურ სისტემას ბოლომდე და ცდილობენ, რომ მონოპოლიად აქციონ, როგორც სახელისუფლო, ასევე ოპოზიციური ველი. ამ ადამიანებმა ამ ყველაფერს უარი რომ უთხრეს და სიმართლის მხარეს დადგნენ, ამ ადამიანების გასათავისუფლებელი იქნება ყველა მართალი ადამიანი, ვინც დატყვევებულია და არა იმ ადამიანების, ვინც საუბრობენ ახლა, მხოლოდ და მხოლოდ, შიშებიდან, რომ იმდენად არ დასუსტდნენ, რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ", - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები