ენმ-ს დამფუძნებლებიც კი აღარ არიან პარტიაში, ის კერა დაიცალა შინაარსისგან - ნიკა მელია

08.12.23 22:55
ენმ-ს დამფუძნებლებიც კი აღარ არიან პარტიაში, ის კერა დაიცალა შინაარსისგან  - ნიკა მელია

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური გეზი შეცვლილია - ფრაქციის ყოფილი წევრი ნიკა მელია ენმ-ში არსებულ პრობლემებს ეხმაურება და ამბობს, რომ პარტიამ, რომელსაც საკუთარ დაშვებულ შეცდომებზე უნდა ესწავლა, შიდა პოლიტიკა შეცვალა, რითიც არაერთი ამომრჩევლის ხმა დაკარგად.

მელია დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კერა სრულად არის დაცლილი, რადგან პარტიის სათავეში აღარ არიან 20 წლის წინანდელი ლიდერები, რომლებიც ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავდნენ.

ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ეს ადამიანები, მტკივნეული ფანტომი წარსულიდან ისევ არ რეინკარნირდება ამ ყველაფერში ვარწმუნებდით, რომ ვართ ის ძალა, რომელმაც გავითვალისწინეთ ჩვენი შეცდომები, მივარტყით ცხვირი პოლიტიკურ კედელს და ჩვენ ვართ საკუთარ შეცდომებზე თვითნასწავლი პოლიტიკური პარტია, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ რაზეც ვსაუბრობდით საპირისპირო მოხდა. როგორ დაარწმუნებ შენ ახლა ამომრჩეველს, რომ ასეთი ხალხი არის პოლიტიკურად სანდო კოალიციური პარტნიორი, რომელსაც შეუძლია, გაუსწორდეს 20-21 წლიან თანამებრძოლს თვალის დახამხამებით იმიტომ, რომ მას მერკანტილური ინტერესი ღრღნის. ჩემზე არ არის საუბარი, 11 წელი ვიყავი ამ პოლიტიკურ პარტიაში და დაფუძნების დღიდან კი არა, დამფუძნებლები არიან დღეს არა იქ, სადაც იყო მათი სავანე, არამედ ისევ ხალხთან, მაგრამ ის კერა დაიცალა შინაარსისგან", - აღნიშნა მელიამ.

მსგავსი სიახლეები