ახალი პარტია არათუ ბარიერს გადალახავს, არამედ დიდ როლს ითამაშებს გამარჯვების მოპოვებაში - მელია
გადალახავს თუ არა ბარიერს ნიკა მელიას მიერ დაანონსებული პარტია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი დარწმუნებულია, რომ ახალი პარტია დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის განვითარებასა და არსებული პოლიტიკური რეჟიმის დასრულებაში.
მელია "ტვ პირველის" ეთერიდან იმ ყველა ოპოზიციონერ პოლიტიკოს უსურვებს გაძლიერებასა და წარმატებას, რომლებიც დაცლილი არიან ოლიგარქიული გავლენებისგან.
დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პარტია რომელიც შეიქმნება, არათუ არ ექნება პრობლემა ბარიერის გადალახვის, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს გამარჯვების მოპოვებაში ქართველი ხალხისთვის. ამაში ვარ დარწმუნებული, ეჭვი არ მეპარება. ვგრძნობ ამ განწყობას, ვგრძნობ ამ დაკვეთას და დანარჩენი, მხოლოდ და მხოლოდ, მინდა, სურვილის სახით ვუსურვო ყველა გულწრფელ, დამოუკიდებელ, თვითმყოფად პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არიან თავისუფალი ოლიგარქიული გავლენებისგან, როგორც ივანიშვილისგან, ასევე პოლიტიკაში გამდიდრებული ადამიანი კეზერაშვილისგან, ესეთ პარტიებს გულწრფელად ვუსურვებ", - აღნიშნა მელიამ