ეს არის უკან დახევა "ოცნების" მხრიდან - ვაშაძე ღარიბაშვილის მოლაპარაკების პროცესიდან ჩამოშორებაზე

12.03.21 15:20
ეს არის უკან დახევა "ოცნების" მხრიდან - ვაშაძე ღარიბაშვილის მოლაპარაკების  პროცესიდან ჩამოშორებაზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ღარიბაშვილის მოლაპარაკების მაგიდიდან აყენებას და მისი სხვა პირებით ჩანაცვლებას, ხელისუფლების მხრიდან უკან დახევად აფასებს. 

დაზიანებული ღარიბაშვილი რომ დაესვათ მოლაპარაკების მაგიდაზე,  მათთვისვე იქნებოდა პრობლემა. ნათელია, რომ ,,ქართულ ოცნებას" შერცხვა, რომ ღარიბაშვილი გამოეგზავნა მოლაპარაკების მაგიდაზე და მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის დასადასტურებლად, რომ  ის ჩანაწერი, რაც გავრცელდა  ტვ პირველის ეთერში, ეს არ არის ლოკალური საკითხი, ეს არის საკითხი, რომელსაც უცხოელებიც აქცევენ ყურადღებას. გამარჯვება მაშინ იქნება, როცა შეთანხმებას მივაღწევთ. ეს არის უკან დახევა ,,ქართული ოცნების" მხრიდან - ამბობს ვაშაძე

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების პროცესში წარმოდგენილი აღარ იქნება. მის ნაცვლად "ოცნების" წარმომადგენლები იქნებიან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა.  

მსგავსი სიახლეები