რუსეთის დავალიანება საქართველოს წინაშე 133.4 მილიონი ევროა - ევროპის საბჭო
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსეთს საქართველოსთვის 133.4 მილიონი ევროს კომპენსაცია აქვს გადასახდელი - ამის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ავრცელებს განცხადებას.
მინისტრთა კაბინეტმა კვლავ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, რომ თანხა დაუყოვნებლივ გადაიხადოს.
ამ კვირის სხდომაზე მიღებულ შუალედურ რეზოლუციაში მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ რუსეთს კომპენსაცია არ გადაუხდია. რუსეთის ფედერაციის მიერ დავალიანების მთლიანი თანხა, დარიცხული პროცენტის ჩათვლით, შეადგენს დაახლოებით 133,4 მილიონ ევროს", - აღნიშნულია განცხადებაში.