“შენი ხმა ევროკავშირს” - “სტრატეგია აღმაშენებელი” დღევანდელ მარშს უერთდება
“სტრატეგია აღმაშენებელი” უერთდება დღეს, 9 დეკემბერს 14:00 საათზე დაგეგმილ მარშს “შენი ხმა ევროკავშირს”, რომელიც არის ზეპარტიული აქცია.
ეს იქნება ქართველი ხალხის ნების კიდევ ერთხელ დადასტურება, გამოხატულება, რომ ევროპა ნამდვილად არის ჩვენი მრავალსაუკონოვანი არჩევანი და არა მხოლოდ არჩევანია, არამედ დიდი მიზანი, რომლის განხორციელებისთვისაც ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“ - აცხადებენ სტრატეგია აღმაშენებელში.