ერთი კვირა გვაშორებს მთავარ გადაწყვეტილებამდე, იმედია, ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას - ჰერჩინსკი

09.12.23 12:38
ერთი კვირა გვაშორებს მთავარ გადაწყვეტილებამდე, იმედია, ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას - ჰერჩინსკი

ერთი კვირა გვაშორებს მთავარ გადაწყვეტილებამდე, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა არ არის ერთსულოვნება და ამასტან დაკავშირებით ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე.

„გაფართოების პაკეტის ნაწილი, რა თქმა უნდა, არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. მოლაპარაკებები გრძელდება. ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე. ამ დროისთვის არსებული ვითარება სხვადასხვაგვარია: ერთი მხრივ, დადებითი ახალი ამბავი არის ის, რომ ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს ევროკომისიის რეკომენდაციის შესამისად, მაგრამ უარყოფითი ამბავი არის ის, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება.

როგორც ყველამ ვიცით, ამ პაკეტის დამტკიცებისთვის საჭიროა ყველა, 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა. ერთი კვირა ჯერ კიდევ დარჩენილია და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები