"ბატონო მინისტრო, დაასრულეთ მომავლის ნგრევა" - პედაგოგების აქცია განათლების სამინისტროსთან
"ბატონო მინისტრო, დაასრულეთ მომავლის ნგრევა" - უზნაძის ქუჩა პედაგოგების საპროტესტო მოწოდებებმა მოიცვა. სკოლის გარეთ დარჩენილი ადამიანები, განათლების მინისტრამდე ხმის მიწვდენას საყვირებით ცდილობენ.
რეპრესიების მსხვერპლი პედაგოგები კიდევ ერთხელ მოითხოვენ დირექტორობის კონკურის ახლიდან და სრულიად გამჭვირვალედ ჩატარებას. უკვე ერთი კვირაა მოთხოვნები არ იცვლება, თუმცა ასევე არ იცვლებაა გიორგი ამილახვარის უწყების ბრძანება.
აქციის მონაწილეები "პირველებთან" აცხადებენ, რომ განათლების სამინისტრო მათ დისკრიმინაციულად მოექცა, რადგან თანამდებობა პოლიტიკური ნიშნის მიხედვით დაატოვებინეს.
ზოგი დაბლოკილი ვართ აქციებზე მონაწილეობისთვის, ზოგიერთი სხვა პარტიის წარმომადგენლობისთვის და ნუ, პოლიტიკური ნიშნით და ეს მინისტრმაც კი აღიარა, ფაქტობრივად, მაშინ, როდესაც პარლამენტის ტრიბუნიდან პოლიტიკურად ანგაჟირებულები გვეძახა", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.