"შენი ხმა ევროკავშირს"- მარშის მონაწილეებმა ევროკავშირის გიგანტური დროშა გაშალეს
"შენი ხმა ევროკავშირს"- მარშის მონაწილეებმა ევროკავშირის გიგანტური დროშა გაშალეს.
33 მეტრის სიგრძის გიგანტური დროშა საქართველოს დედაქალაქში სიმბოლურად გაიშალა.
დროში გაშლისას გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები. მოქალაქეები სკანდირებდნენ “ჩვენი ხმა ევროპას”.
მარშზე მყოფი ადამიანების განცხადებით, დღევანდელი მარში არის გზავნილი ევროპისადმი, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, შესაბამისად, ის აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.