"ჩვენი ადგილი ევროკავშირშია" - ნინო კასრაძე

09.12.23 15:32
"ჩვენი ადგილი ევროკავშირშია" - ნინო კასრაძე

"ჩვენი ადგილი ევროკავშირშია" - ევროპის მოედანზე მიმდინარე მსვლელობას ხელოვანებიც უერთდებიან. ნინო კასრაძის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ის უზენაესი მოთხოვნაა, რომელიც ევროსაბჭომ აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს.

მე მიმაჩნია, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი ჩვენი უზენაესი სურვილი შეუხრელად უნდა შესრულდეს. ჩვენი ადგილი ევროკავშირშია," - აღნიშნა ნინო კასრაძემ.

მარშის მონაწილეებმა ევროკავშირის გიგანტური დროშა გაშალეს. მარშზე მყოფი ადამიანების განცხადებით, დღევანდელი მარში არის გზავნილი ევროპისადმი, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, შესაბამისად, ის აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.

მსგავსი სიახლეები