"შენი ხმა ევროკავშირს" - მარტის აქციების სიმბოლო ნანა მალაშხია და ლაზარეს დედა ერთად მარშზე
"შენი ხმა ევროკავშირს" -ქალი ევროკავშირის დროშით ნანა მალაშხია და ლაზარე გრიგორიადისის დედა ერთად მარშზე.
ახალგაზრდა აქტივისტის დედა და მარტის აქციების სიმბოლო მსვლელობაში მონაწილეობდა და იმ ბევრი ხმის რიგში იდგა, ვისი ხმაც ევროპამ დღეს დიდი სიმძაფრით გაიგო.
"ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ ჩვენ გვინდა ევროპული ღირებულებები. პირადად ჩემი შვილია დასჯილი და მინდა, რომ ეს უსამართლობა აღმოიფხვრას და ვცხოვრობდეთ სამართლიან, დემოკრატიულ ქვეყანაში" - ამბობს ლარაზე გრიგორიადისის დედა
მარშზე მყოფი მოქალაქეების განცხადებით, ამ ფორმით ხმას აწვდიან ევროპას, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი აუცილებლად უნდა მიიღოს.
33 მეტრის სიგრძის გიგანტური დროშა საქართველოს დედაქალაქში სიმბოლურად გაიშალა.
დროშის გაშლისას გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები. მოქალაქეები სკანდირებდნენ “ჩვენი ხმა ევროპას”.