ეს მარში ფარსია - წილოსანი

09.12.23 16:01
ეს მარში ფარსია - წილოსანი

"ეს მარში ამ ადამიანების მხრიდან განხორციელებული ფარსია" - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი ევროპის მოედანზე მიმდინარე მსვლელობას და აღნიშნავს, რომ მარშის მონაწილეები ცდილობენ, პოპულისტური გზებით ჩაერთონ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.

ნინო წილოსანის თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპული ქვეყნის ლიდერებს ხვდებოდნენ და მათთან აცხადებდნენ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას არ იმსახურებს.

ეს მარში, რომელზეც თქვენ ახლა კითხვას მისვამთ, ამ ადამიანების მხრიდან განხორციელებული ფარსია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან სულ რაღაც ახლო წარსულში თითოეული მათგანი, სალომე ზურაბიშვილიდან დაწყებული, არასამთავრობო ორგანიზაციებით და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სპეციალურად დადიოდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, არამედ გაკეთებული განცხადებებითაც არწმუნებდნენ, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. დღეს, როდესაც ისინი ხედავენ საქართველოს სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევა კონკრეტულ შედეგს იღებს და კანდიდატის სტატუსის მიღებასთან სულ რამდენიმე დღე გვაშორებს, ეს საერთო ძალისხმევა არის ამ ადამიანების ბოროტი ძალისხმევის მიუხედავად, ისინი ცდილობენ, რომ თავად ამ პროცესში ჩაერთონ და ჩაერთონ ყველაზე პოპულისტური გზებით," - აღნიშნა წილოსანმა.

მსგავსი სიახლეები