ჩვენ შევძლებთ 15 დეკემბრის შემდეგ კიდევ ერთხელ ზეიმს - პრეზიდენტი

09.12.23 15:58
ჩვენ შევძლებთ 15 დეკემბრის შემდეგ კიდევ ერთხელ ზეიმს - პრეზიდენტი

ჩვენ შევძლებთ 15 დეკემბრის შემდეგ კიდევ ერთხელ ზეიმს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის მარშზე ჟურნალისტებტან განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ჯერი ევროპული საბჭოზეა და იმედია, რომ გაითვალისწინებენ ადამიანების აზრს, რომელიც მარშზე არიან შეკრებილები. 

ევროკომისიამ უკვე თავისი აზრი თქვა. ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. მათგან ველოდები, რომ გაითვალისწინებენ ერთ მხრივ მიღებულ რეკომენდაციებს და ასევე, ადამიანების აზრს, რომელიც აქ არის გამოხატული, ამ დონეზე.

ამდენი ხალხი მოდის, ამდენმა ხმა თავისი ხმა მიაწვდინა ევროპას. ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს აქვთ უდიდესი მნიშვნელობა, მათ თავისუფალ აზრს ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თავისუფალი აზრი იქნება გათვალისწინებული, ჩვენ შევძლებთ 15 დეკემბრის შემდეგ კიდევ ერთხელ ზეიმს. შემდეგ მომზადებას შემდეგი წლისთვის, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება",- განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები