გორის მერია საახალწლო ღონისძიებებში 320 ათას, ხოლო სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის 30 ათას ლარს დახარჯავს

09.12.23 16:49
გორის მერია საახალწლო ღონისძიებებში 320 ათას, ხოლო სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის 30 ათას ლარს დახარჯავს

გორის მერია საახალწლო ღონისძიებებში 320 ათას ლარს დახარჯავს - გაჭირვებული ქალაქის ხელისუფლება გეგმავს ამ თანხით ქალაქი მორთოს, დეკორაციები მოაწყოს და კონცერტებიც გამართოს.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა რა ეშველება ხალხს?. ხინჩეგაშვილის უწყების საახალწლო ხარჯები ოპოზიციის კრიტიკას ვერ უძლებს. პოლიტიკოსების შეფასებით, მორალურად გაუმართლებელია, როცა მუნიციპალიტეტში ათასობით სოციალურად დაუცველი ცხოვრობს და ამ დროს ხელისუფლება მათი საჭიროებებისთვის მინიმალურ თანხას ხარჯავს. როგორც გაირკვა, გორში მცხოვრები გაჭირვებული ადამიანებისთვის საახალწლოდ მერია მხოლოდ 30 ათას ლარს გამოყოფს.

გორის საკრებულოს წევრი, მერაბ გოხელაშვილი მიიჩნევს, რომ 2000 სოციალურად დაუცველისგან 300 ადამიანის არჩევა გაურკვეველი გზებით ხდება.

უცნაურია, როცა სოციალურად დაუცველებისგან 2000 ადამიანიდან 300 ადამიანს ვირჩევთ გაურკვეველი ნიშნით და ვუხდით მათ მინიმალურ ანაზღაურებას და ამ დროს, ვთქვათ, საახალწლო ღონისძიებებზე იხარჯება ასობით ათასი ლარი. ეს ნამდვილად კითხვის ნიშნებს ბადებს. სამწუხაროდ, ეჭვი მიჩნდება, რომ რაღაც გარკვეული, პირადი სიმპათიებიდან გამომდინარე არჩევენ, აი, ამ ადამიანებს," - ამბობს გორის საკრებულოს წევრი, მერაბ გოხელაშვილი.

მსგავსი სიახლეები