ორბანს "ოცნებამ" უნდა აუხსნას, რამხელა პრობლემას გამოიწვევს მისი გადაწყვეტილება საქართველოსთვის - ლომჯარია
ყოფილი სახალხო დაცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის პრემიერი აცხადებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭებას მხარს უჭერს, ის მაინც მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე, ამიტომაც ლომჯარიას თქმით, ორბანს, მისმა მეგობარმა "ოცნებამ" უნდა აუხსნას, რამხელა პრობლემას გამოიწვევს მისი გადაწყვეტილება საქართველოსთვის.
ძალიან სწორი დრო იყო აღნიშნული აქციისთვის. ჯერ კიდევ დრო არის გადაწყვეტილების მისაღებად და ევროკავშირის ლიდერები მსჯელობენ უკვე ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ორბანი არის ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი, მიუხედავად იმისა, რომ ის საჯაროდ აცხადებს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს, მაგრამ თუ მან დაბლოკა უკრაინის საკითხი, რა თქმა უნდა, ავტომატურად დაიბლოკება საქართველოს მიმართაც გადაწყვეტილება. ამიტომ თუ ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ მას აქვს ძალიან ახლო პარტნიორი და მეგობრული ურთიერთობა ორბანთან, ვფიქრობ, რომ მათ ორბანთან კომუნიკაციის დროს კარგად უნდა აუხსნან, რამხელა პრობლემას გამოიწვევს ორბანის გადაწყვეტილება საქართველოსთვის," - აღნიშნა ლომჯარიამ.