ზღვაში დამხრჩვალი ბიჭის საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს - ადვოკატების თქმით, მოზარდი კატერზე საერთოდ არ მჯდარა

09.12.23 17:49
ზღვაში დამხრჩვალი ბიჭის საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს - ადვოკატების თქმით, მოზარდი კატერზე საერთოდ არ მჯდარა

ზღვაში დამხრჩვალი ახალგაზრდის საქმე, შესაძლოა თავდაყირა დადგეს. ბრალდებულების უფლებადამცველები, ხელახალი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. ადვოკატები ასაჯაროებენ სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს დასკვნებს.

საქმის მასალების მიხედვით, მოზარდი მეგობრებთან ერთად შუა ზღვაში ტივტივა ბანანიდან გადააგდეს, რის გამოც დაიხრჩო, თუმცა საპირსპირო ვერსიის შესახებ საუბრობენ უფლებადამცველები. ადვოკატების მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მოზარდი საზღვაო ბანანზე საერთოდ არ მჯდარა და ის სხვა ვიტარებაშია გარდაცვლილი.

ნაცვლად იმისა, რომ საქმეზე ჩატარებულიყო ობიექტური, სრულყოფილი გამოძიება და შეეკრიბათ მტკიცებულებები, რა გააკეთა საგამოძებო ორგანომ. ჯერ აირჩიეს დამნაშავე, კონკრეტული პიროვნება ზურაბ საღინაძე და შემდეგ უკვე ყველა ისარი მიმართეს მის წინააღმდეგ, ხელოვნურად შეაკოწიწეს მტკიცებულებები, თავადვე დაწერეს გამოკითხვის ოქმები, თავადვე შეადგინეს და სხვადასხვა ადამიანებს მოაწერინეს ხელი. დადასტურდა მთავარი - რამდენი ადამიანიც ავიდა აღნიშნულ კატერზე, იმდენი ჩამოვიდა და იმდენი ადამიანი მიუახლოვდა ნაპირს. შესაბამისად დადასტურდა, რომ ზურაბ საღინაძის ბრალეულობა არ იკვეთება და ასევე დადასტურდა, რომ ეს ბავშვი არის გარდაცვლილი სულ სხვა ვითარებაში, სულ სხვა სიტუაციაში",- ამბობს ტარიელ კაკაბაძე.

გახმაურებულ საქმეზე ბათუმის სასამართლოში 5 ივლისიდან დღემდე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. 

გავრცელებული ინფორმაციით, ივლისში ოთხი მოზარდი ზღვაში ე.წ საცურაო ბანანით უცხო პირებმა სასეირნოდ რამდენიმე დღის წინ გაიყვანეს და შუა ზღვაში გადაყარეს. სამმა მათგანმა ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო 16 წლის ლუკა აბულაძე ზღვაში გაუჩინარდა. არსებული ცნობებით, წყალში განზრახ გადაყრის შემდეგ, ეჭვმიტანილებმაა მოზარდებს სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცეს.

მსგავსი სიახლეები