რუსული კატარღები შსს-ში - ქართველი ხალხის ფული ოკუპანტ ქვეყანაში ჩანთით ჩაიტანეს

09.12.23 20:21
რუსული კატარღები შსს-ში  - ქართველი ხალხის ფული ოკუპანტ ქვეყანაში ჩანთით ჩაიტანეს

"ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება -  გომელაურმა რუსეთიდან 2 მილიონამდე ლარის ღირებულების რუსული კატერები იყიდა. მეტიც, კატარღების ფული, სანქციების გამო რომ ვერ გადარიცხეს, რუსეთში ჩანთით ჩაიტანეს. 

უფრო კონკრეტულად, რუსული კომპანია "რუს ბოტის" 4 კატარის შესაძენად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მილიონ 920 ათასი ლარი გადაიხადა. ტენდერს ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული ჰყავდა - ბათუმში რეგისტრირებული კომპანია "ვიტა". 

კომპანიის მფლობელი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წინასწარვე ცნობილი იყო, რომ ისინი, რუსული კატარღების ყიდულობდნენ და პრობლემა არ ჰქონია. კომპანია "ვიტა", რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსული კატარღები მიაწოდა, ამბობს, რომ საქართველოში ის, არა მხოლოდ რუსული არამედ ამერიკული და თურქული კატარღების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენელია, თუმცა გომელაურის უწყებამ არჩევანი მაინც რუსულზე შეაჩერა.

კატარები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსული კომპანიისგან იყიდა, მოსკოვთან ახლოს, "რუსბოტის" ქარხანაშია წარმოებული.

ვის ჯიბეში წავიდა საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი თითქმის ორი მილიონი მოსკოვში? - კომპანიას, რომლისგანაც შს სამინისტრომ ოთხი კატარღა იყიდა, ორი მფლობელი ჰყავს, ორივე პუტინის პარტიის "ედინაია რასიას" დეპუტატია.

რუსული კატარღები შსს-ში - ყველა დეტალი ეკო მაღრაძის სპეციალურ რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები