ბუნტი "ქართულ ოცნებაში" - კოორდინატორები ივანიშვილის პარტიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ
ბუნტი "ქართულ ოცნებაში" - "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ხალხი, ვინც ივანიშვილის პარტიისთვის კარდაკარ ხმებს აგროვებდა, გადამწყვეტი არჩევნების წინ, უარს ამბობს ემსახუროს მმართველ პოლიტიკურ ძალას.
"ქართული ოცნების" ჩუღურეთის რაიონულ ორგანიზაციაში ახლა დიდი განგაშია - რამინა ბერაძის სამაჟორიტარო შტაბში პარტიას ყოველი მეორე ტოვებს. თუ ასე გაგრძელდა სულ მალე ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაცია პარტიის წევრების გარეშე დარჩება. ხალხი პარტიიდან ერთი მეორის მიყოლებით გადის, თუმცა მათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტში თანამდებობებზე ტოვებენ, რომ პარტიულ შიდა საქმეებზე ლაპარაკი ხმამაღლა არ დაიწყონ და "ქართული ოცნების" შავბნელი საქმეები სააშკარაოზე არ გამოიტანონ.
ვინ გაიმარჯვებს გადამწყვეტ არჩევნებში თუ ყველა გამოცდილი კადრი ქართული ოცნებიდან წავიდა? - ეს მმართველი გუნდის საახალწლო თავსატეხი იქნება. ვიდრე ძველი კადრები მმართველი გუნდის მიერ არჩეული პოლიტიკის გამო "ოცნებას" ემიჯნებიან, "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ჩუღურეთის ორგანიზაციამ მოლაპარაკებები ისევ ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებთან უნდა სცადოს.
"ოცნება" ეჭვობს, რომ პარტიიდან წასულები, ყოფილ პრემიერთან, გიორგი გახარიასთან გაერთიანდებიან.
ბუნტი "ქართულ ოცნებაში" - თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი