შენი ხმა ევროპას! - ქართველმა ხალხმა მსოფლიო მედია აალაპარაკა

09.12.23 20:11
შენი ხმა ევროპას!  - ქართველმა ხალხმა მსოფლიო მედია აალაპარაკა

ქართველმა ხალხმა მსოფლიო მედია აალაპარაკა - ყველაზე გავლენიანი გამოცემები უკვე წერენ მარშზე, რომელიც თბილისში, ოთხი საათის წინ დასრულდა. "საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსული ადამიანების ხმა" - გავლენიანი დასავლური გამოცემების ყურადღების ცენტრში მოექცა. The Washington Post და "ასოშეითედ პრესი" საქართველოზე უკვე წერენ, გავლენიანი გამოცემები, რომელსაც ყოველ დღეს დასავლეთის პოლიტკური ელიტა კითხულობს, ის ვინც 15 დეკემბერს ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს. 

შენი ხმა ევროპას! - ეს დღევანდელი მსვლელობის სლოგანი იყო და ევროპაში ჩვენი ხმა უკვე გაიგეს, იქ ჰყვებიან, როგორ ჩაიარა ევროკავშირის დროშებით ხალხში ასობით ადამიანმა თბილისში საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად. დღეიდან როდესაც ვინმე, იკითხავს სად ფრიალებდა ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა, პასუხი იქნება -  საქართველოში. ასე დაწერა, ისტორია ხალხმა ვინც, სამოქალაქო სექტორის პოზიციიდან იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის. 

მარშზე იდგა ხალხი, პრეზიდენტი და სამოქალაქო სექტორი, თუმცა იქ არ ყოფილა მთავრობა! 

მსგავსი სიახლეები