"მიზანი მიღწეულია" - თბილისში გამართულმა ევროპულმა მარშმა მსოფლიო აალაპარაკა
თბილისში გამართულმა ევროპულმა მარშმა მსოფლიო აალაპარაკა. ევროპის და ამერიკის ყველაზე გავლენიანი გამოცემები ასობით ქართველიისს შესახებ წერენ. "ვაშინგტონ პოსტი", "ფრანც 24", "ასოშიეთით პრესი" - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
მსოფლიო მედიის ყურადღება თბილისში გაშლილმა ევროკავშირის გიგანტურმაა დროშამ მიიპყრო. "საქართველო იბრძვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის" - წერს "დოიჩე ველე". "გამარჯობა ევროპა, მშვიდობით რუსეთო" - ციტირებს "ფრანს 24" აქციის ერთ-ერთი მონაწილის სიტყვებს.
დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა სალომე ზურაბიშვილიც, როგორც უპარტიო პრეზიდენტი, რომელმაც გიგანტური დროშა ხალხთან ერთად გაშალა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გუშინდელი მარშის ორგანიზატორები იყვნენ, ამბობენ, რომ მათი მიზანი მიღწეულია, რადგან ყველა დასავლელი ევროპელი ლიერი, რომელმაც საქარველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, სწორედ ამ გამოცემებს ეყრდნობა.
აქ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს ევროკავშირში კიდევ ერთხელ გაეგონათ ქართველი ხალხის ხმა ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ და მე ვფიქრობ, რომ მიზანი ნამდვილად მიღწეულია, იმიტომ, რომ საერთაშორისო გამოხმაურება ნამდვილად მოჰყვა ამ ღონისძიებას და ზუსტად ვიცით, რომ ეს იყო დადებითი გამოხმაურება, იმიტომ, რომ ჩვენ ელჩებთან საუბრის დროს თუ მაღალი წარმომადგენლების ჩამოსვლის დროს, როდესაც ვსაუბრობდით, ისინი მუდმივად ამას ამბობდნენ, რომ ჩვენ გვინდა გვესმოდეს კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის ხმა ერთიანი. ვფიქრობთ, რომ ამასაც ექნება გარკვეულწილად დადებითი ეფექტი იმ მნიშნელოვანი გააწყვეტილებსი წინ მაშნ, როესაც ვიცით, რომ ბოლო წამამდე ჯერ კიდევ მსჯელობა მიდის, - ამბობს "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე.