"ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის საფუძველია" - ჰერჩინსკის მილოცვა ქართველებს
"ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის საფუძველია"- ამ სიტყვებით პაველ ჰერჩინსკი ქართველებს 10 დეკემბერს ულოცავს. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ევროპელიი დიპლომატიი ფიქრობს, რომ სწორედ ამ უფლების დაცვაზე გადის გზა ევრო-ნტეგრაციისკენ. ჰერჩინსკიი ხელისუფლებას ისევ ცხრა დათქმას ახსენებს, ქართველებს კი ეუბნება, რომ ჰქონდეთ ევროკავშირის იმედი.
დღეს ადამიანის უფლებების საყოველტაო დაკლრაციის მიღების 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღიარებს, რომ ადამიანის უფლებები თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის. 1948 წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების შემდეგ მსოფლიო ძალიან შეიცვალა. მთელ სმოფლიოში მიმდინარე არასახარბიელო ტენდენციების გამო უნდა გავერთიანდეთ ად მტკიცედ დავიცვათ ამ ადამიანების უფლებების უნივერსალურობა. ეს საერთო ამოცანაა და უფრო თანაბარუფლებიანი და ინკლუზიური მომავლისკენ მიმართული უყვეტი პროცესი. ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის საფუძველია. ამ ხედვის რეალობად ქცევის ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პროცესისი ნაწილია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინჭების რეკომენდაცია ისტორიულია. მას თან ახლავს ადამიანის უფლებების გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. შეგიძლიათ ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ ტქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. გილოცავთ, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს!, - განაცხადა ჰერჩნსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის დღე 1948 წლიდან აღინიშნება. სწორედ ამ წელს მიიღო გაერომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია.