"ვტოვებთ პარტიას" - "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. სამასამდე ადამიანმა ხაბეიშვილის გუნდთან მუშაობაზე უარი თქვა. პარტიის ახალ მენეჯმენტს ბოიკოტი გამოუცხადა საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმაც. წასულთა ნაწილი უკვე ადასტურებს, რომ შეუერთდებიან მელიას ახალ პარტიას.
საგნაგებოდ გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილმა წევრებმა მიმართეს მიხეილ სააკაშვილსაც. მათ მესამე პრეზიდენტს პირდაპირ უთხრეს, რომ ახალი მენეჯმენტი პარტიას დაღუპავს.
მე არ ვიცი, ჩემო მეგობრებო, მოგმართავთ ახალ მენეჯმენტს, რა არის თქვენთვის ეს პარტია. შეიძლება ის არის მექანიზმი პარლამენტში მოხვედრის, ამგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური ოჯახი, სადაც მოვედით ღირებულებებით და იდეალებით დამუხტულები, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ჩვენს თავს მანდ ვეღარ ვხედავთ. გვიწევს, სამწუხაროდ, ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ ვტოვებთ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". ვდგამთ ნაბიჯს წინ, მომავალში, - ამბობს ბესიკ გაზდელიანი.