აშშ-ში შტორმებს მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში, ტენესში შტატში ძლიერმა შტორმმა და ტორნადომ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ადგილობრივი სგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ასევე იუწყება, რომ დანგრეულია სახოვრებელი სახლები, ათობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ამ მომენტისთვის შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ტორნადო შედეგად, რომელიც დღეს მოხდა, 3 ადამიანი დაიღუპა, ორი უფროსი და ერთი ბავშვი. კიდევ 23 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, - ნათქვამია შეტყობინებაში.
ასევე, ცნობილია, რომ კიდევ 3 ადამიანი დაიღუპა ნეშვილის შემოგარენში.