სიცოცხლის უფლების დარღვევა და დაუსჯელი დამნაშავეები - ომბუდსმენის კრიტიკული დასკვნა
სიცოცხლის უფლების დარღვევა, გატაცებები საოკუპაციო ხაზიდან, დაუსჯელი დამნაშავეები და დაუძლეველი სიღარიბე - ასე აღნიშნავს საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. სახალხო დამცველის შეფასებით, ადამიანების უფლებების დაცვას თამაზ გინტურის მკვლელობამ სამუდამო დაღი დაასვა. ლევან იოსელიანი ამ დრომდე ელოდება საქართველოს ოთხი მოქალაქის მკვლელობაში მხილებული პირების პასუხიგებაში მიცემას.
განსაკუთრებით გამოვყოფ თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეს, რომელმაც განსაკუთრებული დამრა დაასვა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს საქართველოში და ეს გამოწვეულია სწორედ იმით, რომ ჩვენი სხვა თანამოქალაქეების მკვლელები, გამტაცებლები დღემდე დაუსჯელები არიან. ყველაფერი უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოს ხელიუფლებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა იმისთვის, რომ დამნაშავეებმა აგონ პასუხი, - ამბობს ლევან იოსელიანი.
კრიტიკულია მესამე სექტორიც. წლიდან წლამდე უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში უარესდება. საია წერს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა საფრთხის შემცველი გახდა.
ერთ-ერთი ყვეალზე მწვავე პრობლემა, რომელიც როგორც ტენდენცია მნიშვნელოვნად იკვეთება 2023 წელს, ეხება სივრცის შევიწროების პრაქტიკებს, რომელიც დაიწყო მარტის მოვლენების დროს და ეს გრძელედბა დღემდე, მიიღო სხვა ფორმები. სულ უფრო რთული ხდება უფლებადამცველობითი საქმიანობის განხორციელება და საფრთხე უფლებადამცველების საქმიანობასთან მიმართებით, ეს არის მზარდი პრობლემა ქვეყანაში. განსაკუთრებით ხაზგასასმელია შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კუთხით სხვა გამოწვევებიც, რაც უკავშირდება მათ შორის პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების პრაქტიკას, უკანონო დაკავებას და ა.შ. , - ამბობს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.