ევროპული მარში თბილისში და EU-ს გიგანტური დროშა - საერთაშორისო მედია აჭრელებულია
მიზანი მიღწეულია! ქართველებმა საკუთარი ხმა მთელ მსოფლიოს გააგონეს. ევროპული მარშის ამბებით უკვე მეორე დღეა დასავლური გამოცემები აჭრელებულია. ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალებები ერთი-მეორეს მიყოლებით იტყობინებან ქართველების ბრძოლის უნარიანობის შესახებ..
დასავლური მედიის აღფრთოვანებას იწვევს თბილისში გაშლილი ევროკავშირის გიგანტური დროშა და ხალხი, რომელიც ხელისუფლების საეჭვო პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, ერთიანობის სამემონტრაციოდ ქუჩაშიი გადის.
გადამწყვეტი დღეების ათვლა კი დაწყებულია. წინ ქვეყანას ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური კვირა ელოდება. 15 დეკემბერს, ბრიუსელში გადაწყდება, მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, რის შემდეგად ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ოფიციალურად გაიხსნება.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.