პრეზიდენტი დიდ შეკრებას აანონსებს
პრეზიდენტი პრეზიდენტი დიდ შეკრებას აანონსებს - სალომე ზურაბიშვილის თქმით,13 დეკემბერს კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ადმინისტრაციაში შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემს.
13 დეკემბერს, 2 - 3 დღეში აქ მოვლენ დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოს შესახებ 14-ში, თუ 15-ში მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და მე მათ [ამ კამპანიის ფარგლებში] შეგროვილ ხელმოწერებს გადავცემ, გადავცემ ჩვენს ხმას, საზოგადოების ხმას, მათ შორის, თქვენს ხმასაც, რათა მათმაც დაინახონ, რომ ის ემიგრაცია, რომელიც დღეს მათ ქვეყნებში ცხოვრობს, როგორც უცხოელი, ან მათი ქვეყნის მოქალაქე, ისინიც გაერთიანებულნი არიან ამ საყოველთაო კამპანიაში. მე მგონი, ამ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან (და ესეც გზავნილია) და ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს, რადგან მოწვეულია საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი, დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი: პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში. ეს არის ის კონსენსუსი, ის დეპოლარიზაცია და ის ერთობა, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული გზა წარმატებული იყოს.
ეს არ ნიშნავს, იმას, რომ უცებ, რაღაც ჯადოსნური ჯოხით ყველა ერთ აზრზე შეჯერდება - არა! ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის პატივისცემა იმ დონეზე, რომ მთელი საზოგადოების მიერ გაზიარებული ამ კონკრეტული გეგმის ირგვლივ, ერთმანეთს კი არ შევეჯიბროთ ვინ მეტი, თუ ვინ ნაკლები გააკეთა, ვინ დააშავა, თუ ვინ არ დააშავა, ცოტახნით, თუნდაც ამ საახალწლო პერიოდში, გავჩუმდეთ და შევირგოთ ალბათ დადებითი გადაწყვეტილება, ყოველ შემთხვევაში, ესაა ჩვენი რწმენა, ჩვენი იმედი, ჩვენ ამაზე არ გვაქვს სხვა წვდომა, რადგანაც ეს არის ევროპულ საბჭოს წევრი, თითოეული თავისუფალი ქვეყნის გადაწყვეტილება. ჩვენც ვისურვებდით, რომ ძალიან მალე იმ მაგიდის ირგვლივ დავმსხდარიყავით და იქაც - ევროპაშიც გვქონოდეს ჩვენი ხმა. ძალიან დიდი მადლობა ყველას დღევანდელი დღისთვის.
მინდა გითხრათ, მე არ ვაპირებ, რომ ასეთ შეხვედრას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდეს. იმედი მაქვს, ეს კამპანია ბუნებრივი დასასრულით დასრულდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ევროპული გზა ასე დამთავრდება, ეს 15 დეკემბერს რეალურად იწყება. მომავალ წელს ჩვენ ბევრი გვექნება გასაკეთებელი და ამ პროცესში თქვენი როლი ძალიან დიდია. მართალია, ზუსტი თარიღი შესათანხმებელი იქნება, მაგრამ უკვე წინასწარ მინდა გითხრათ, რომ იანვრის ბოლოს ისევ შევხვდეთ ცოტა სხვა ფორმატში: მეტი კითხვებით და მეტი პასუხებით და შევხვდეთ პირველ რიგში, საკითხზე, რომელიც ბევრს აწუხებს - მოქალაქეობის საკითხზე. შემდეგ უკვე გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა საარჩევნო უფლებებზე. ეს ის ორი თემაა, რომელზეც გვექნება ორი შეხვედრა იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში. დანარჩენი თემები თქვენი გადასაწყვეტია და არამხოლოდ თქვენი, ვინც დღეს აქ ხართ შეკრებილი, არამედ ეს არის გზავნილი მთლიანად დიასპორისათვის. ვისაც რაიმე ინტერესი და სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ შეხვედრებში მოგვმართონ, ჩვენს ვებგვერდზე შეიძლება გზავნილების დატოვება და ყველას გავითვალისწინებ!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.