4 ნეკნი აქვს ჩატეხილი, დაზიანებული აქვს ფილტვი და ღვიძლი - გალში მოკლული თემურ კარბაიას ოჯახის პირველი ინტერვიუ

11.12.23 11:16
4 ნეკნი აქვს ჩატეხილი, დაზიანებული აქვს ფილტვი და ღვიძლი - გალში მოკლული თემურ კარბაიას  ოჯახის პირველი ინტერვიუ

გალში მოკლული საქართელოს მოქალაქე - თემურ კარბაიას ოჯახი დარწმუნებული არ არის, რომ დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაწყებული გაოძიება სამართლიანი იქნება და ის კარბაიას მკვლელებს დასჯის. ოჯახი ახლა ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. 

მოკლულის ოჯახი მომხდარს იხსენებს და ყვება, რომ მას შემდეგ, რაც თემურ კარბაია ე.წ. მილიციამ სცემა, ის სახლში საკუთარი ფეხით მივიდა, შემდეგ კი ის ოაჯხის წევრებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექსპერტიზის ჩატარებას აზრი არ აქვს. აფხაზეთია მაინც, განუკითხაობაა და მაინც თავის ხალხს დაიცავენ. სახლში მიდიოდა და გააჩერეს შემოწმების მიზნით და მერე რა მოხდა, არავინ იცის. ოთხი ნეკნი აქვს ჩატეხილი, დაზიანებული აქვს ფილტვი, სასულე და ღვიძლი. სახლამდე თავისით მივიდა და მერე ჩემმა ბიძაშვილებმა, ახლობლებმა ეგრევე გადაიყვანეს საავადმყოფოშ, - ამბობს კარბაიას ოჯახის წევრი. 

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის ეგრედწოდებულმა მილიციამ საქართველოს მოქალაქე ცემით მოკლა. ოკუპირებული გალის ცენტრში 43 წლის მამაკაცს უმოწყალოდ სამი ძალოვანი გაუსწორდა. 

საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობის შესახებ. სრულ მდუმარებაშია პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილს მოკლულის ოჯახისთვის სამძიმარიც კი არ გამოუცხადებია.

მსგავსი სიახლეები