ველოდები და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი
"რა თქმა უნდა, ველოდები და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი", - ეს განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ გააკეთა.
როგორც მინისტრი ამბობს, პარტნიორი ქვეყნები საქართველოს რეფორმების გატარებაში დაეხმარებიან.
ველოდები და იმედი მაქვს, რომ მიმდინარე კვირაში საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ძალიან ნათელია, რომ არა მხოლოდ ქართველ ხალხს სურს ძალიან ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლებაც ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს. ეს ძალიან პოზიტიურია და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების გზაზე“,- განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო მიმდინარეობს და მოგვიანებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება.