უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს - NDI-ის კვლევა

11.12.23 12:58
უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს - NDI-ის კვლევა

უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს - NDI-ის უახლესი კვლევის შედეგები ცნობილია.

კითხვაზე: გთხოვთ, მითხრათ, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა (ოქტომბრის მონაცემები)

  • კარგად - 16 პროცენტი
  • საშუალოდ - 41 პროცენტი
  • ცუდად - 30 პროცენტი
  • არ ვიცი - 11 პროცენტი
  • უარი პასუხზე - 1 პროცენტი

კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება მსგავსია სხვადასხვა ჯგუფს შორის. თუმცა, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები. 

2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგები ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. 

 

მსგავსი სიახლეები